saqarTvelos uReltexilebi - xidas uReltexili

კოორდინატები 43°04`05` ჩ. გ. 42°02`58` ა. გ.
ტერიტორიული ერთეული მესტიის და ოჩამჩირის მუნიციპალიტეტები
სიმაღლე 2633 მ
ქედი კოდორის ქედი

 

უღელტეხილი კოდორის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2633 მ. აგებულია პალეოზოური კრისტალური ფიქლებით. კალთებზე ქვევით წიფლნარი და მუქწიწვოვანი ტყეა, ზევით - სუბალპური და ალპური მდელოები. ხიდა აფხაზეთისა და ზემო სვანეთის დამაკავშირებელი, მდინარეების ნენსკრისა (ენგურის აუზი) და საკენის (კოდორის აუზი) ხეობებზე გამავალი უმოკლესი გზაა.